-share.jpg)
უკრაინის თავდაცვის მინისტრი გერმანიის კანცლერს Leopard 2-ის გადაცემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის:
“რამშტაინ 8-ის შეხვედრიდან 120 საათის შემდეგ, Leopard 2-ის ნებართვა მივიღეთ! კოალიცია „ლეოპარდმა“ პარტნიორებთან ერთად იმუშავა!
მართლაც, Leopard-ები კარგად გამოიყურებიან უკრაინაში!
ეს იყო გრძელი და რთული გზა, ათობით მოლაპარაკება, თუმცა შედგეს მაინც მივაღწიეთ! მადლობა ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, მადლობა ყველა უკრაინელს, ვისაც გამარჯვების სურვილი აქვს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.
მოლაპარაკებების დროს ეს სურვილი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი იყო. დიდი მადლობა გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს, ჩემს კოლეგას - გერმანიის ახლად დანიშნულ თავდაცვის მინისტრს, გერმანელ ხალხსა და ყველას, ვინც მხარი დაგვიჭირა! დიდება უკრაინას!" წერს ოლექსეი რეზნიკოვი და ლეოპარდის გამოსახულებით ფოტოს აქვეყნებს.
0
0