
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე “ვივამედში” გადაღებულ, მიხეილ სააკაშვილის ფოტოებს გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, სააკაშვილის ვიზიტორებს ფოტოების გადაღების საშუალება და უფლება კლინიკაში არ ეძლევათ. უფრო მეტიც, დეკანოიძე წერს, რომ ეს “კანონის დარღვევაა”.
“მეგობრებო, ვიზიტორებისგან სააკაშვილის სურათების გადაღება არავის შეუძლია, არც მე და არც სხვა დეპუტატებს.
ჩვენ ყველა პირად ნივთს გარეთ ვტოვებთ და დაცვასთან ერთად მაქსიმალურ შემოწმებას გავდივართ. გაუგებარი კომენტარები იწერება, რომ მე ან სხვას მიშას დღევანდელი მდგომარეობის სურათის გამოტანა შეუძლია.
ეს არის კანონის დარღვევა და ამას ვერავინ შეძლებს. დიდი გულისტკივილით მინდა ვთქვა, რომ მიშა არის გაცილებით ცუდად, ვიდრე სურათზე. ბევრად, ბევრად ცუდად”. დაწერა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, “შაბათის ფორმულამ” კლინიკა “ვივამედიდან” ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოები გაავრცელა. გადაცემის ცნობით, ეს სურათები 29 აგვისტოთი თარიღდება. თავდაპირველად, ამ ფოტოს გადაღების თარიღად მითითებული იყო - “ერთი თვის წინ გადაღებული”, მოგვიანებით კი ტელეკომპანიამ თარიღი ჩაასწორა და 29 აგვისტო მიუთითა.
0
0