
ოფთალმოლოგი თემო ჭოლაძე სოციალურ ქსელში ადეიშვილის თვალის კლინიკის პოსტერებს აქვეყნებს, სადაც მისი სახე სიცილაკით არის დაფარული და კლინიკის ხელმძღვანელობისგან შეურაცხმყოფელი პოსტერების ჩამოხსნას მოითხოვს:
არასოდეს არავისთვის მითხოვია ჩემი პოსტის გაზიარება, მაგრამ... ხალხო, თუ თქვენთვის ოდნავ რამეს წარმოვადგენ, გთხოვთ გააზიაროთ ეს პოსტი! უმნიშვნელოვანესი მომენტია ახლა ჩემს ცხოვრებაში და როგორც არასდროს, ისე მჭირდება თქვენი მხარდაჭერა.
ჩემმა ყოფილმა დამსაქმებელმა შეურაცხმყოფელი პოსტები არ იკმარა და უფრო შორს წავიდა. პიროვნების შეურაცხყოფა საჯაროდ, მთელი ქალაქის თვალწინ გადაწყვიტეს, ლაფში ამომსვარეს და თავზე გადამიარეს. შეურაცხყოფილი ვარ როგორც პიროვნება და როგორც პროფესიონალი . მინდა ამ კლინიკის ხელმძღვანელობას საჯაროდ მივმართო, სასწრაფოდ ჩამოხსნას შეურაცხმყოფელი პოსტერები!!! ლ. ადეიშვილის თვალის კლინიკა • L. Adeishvili Eye Clinic - წერს თემო ჭოლაძე.
0
0