
„ამაზრზენი და შეურაწმყოფელი ბრიფინგი კლინიკა ვივამედში - აბსურდული , ამორალური და არაექიმური.ბრიფინგი,რომელსაც აშკარად ეტყობოდა რომ იყო დაკვეთილი.ბრიფინგზე არ ჩანდა სურვილი, თუნდაც მცდელობა მოძებნილიყო გზები შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლისა", ასე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში კლინიკა „ვივამედში“ დღეს გამართულ ექიმების ბრიფინგს.
"ბრიფინგის მონაწილე ექიმებს მივმართავ რამოდენიმე შეკითხვით:
1 .სახეზეა უმძიმესი ფორმით კახექსია?
2.სახეზა ანორექსია?მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ანორექსიის მიზეზები?
აქვე მინდა ვუთხრა ბრიფინგის მონაწილეებს, რომ მათაც კარგად იციან ანორექსია ამ შემთხვევაში არის მეორადი-არა ფსიქოემოციური, არამედ მას საფუძვლად უდევს ცენტრალური, პერიფერიული და საჭმლის მომნებელი სისტემების უმძიმესი დაზიანებები.
ამ ყველაფრის მიზეზია მძიმე მეტალებით მოწამვლა.
ყველაფერი ეს დადასტურებულია ქართველი, ამერიკელი და ევროპელი მედიკოსების მიერ. რომელ თვითდაზიანებულია ვივამედის ექიმებს. კრიტიკას ვერ უძლებს თქვენი ის სტილი როგორითაც მიგყავდათ ბრიფინგი,“- წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.
0
0