
მიმდინარე წლის 23-24 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს თანადგომით, კლინიკა ‘’ნურალიძე უნიქალმედი Nuralidze Unical Medi”-ის ექიმებმა, ქუთაისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მრავალპროფილური საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს.
საქველმოქმედო სამედიცინო აქციით უსასყიდლოდ ისარგებლა სამსახურის 79-მა ბენეფიციარმა.განხორციელდა 200-მდე სამედიცინო ვიზიტი.
აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, ამავე დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი,სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გელა ცინაძე და აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, ნათია კოპალიანი.
სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.
0
0