28/06/2023
15:06
მსოფლიო
ავსტრიელი მხატვრის გუსტავ კლიმტის ბოლო ნახატი 85,3 მილიონ ფუნტად (108,4 მილიონ დოლარად) გაიყიდა, რაც მას ევროპაში აუქციონზე ოდესმე გაყიდულ ხელოვნების ყველაზე ძვირფას ნიმუშად აქცევს.
„ქალი მარაოთი“ (Dame mit Fächer) ჰონგკონგელმა კოლექციონერმა იყიდა, რომელმაც Sotheby's-ის ტენდერში გაიმარჯვა.
უცნობი ქალის პორტრეტი ჯერ კიდევ კლიმტის სტუდიაში, მოლბერტზე იყო მოთავსებული, როდესაც მხატვარი [1918 წელს] გარდაიცვალა.
აუქციონზე, რომელიც 10 წუთს გაგრძელდა, ნახატი 65 მილიონ ფუნტად შეფასდა.
ნახატი „ქალი მარაოთი“ ძლიერი აზიური ეფექტით გამოირჩევა და იაპონიზმის ტენდენციის ნაწილია, რომელიც ეხება იაპონური ხელოვნებისა და დიზაინის გავლენას დასავლეთ ევროპელ მხატვრებზე. ასევე მასში შეინიშნება რამდენიმე ჩინური მოტივი, მათ შორის ფენიქსი, უკვდავებისა და აღორძინების სიმბოლო და ლოტოსის ყვავილი, რომელიც სიყვარულს ნიშნავს. პორტრეტი ბოლოს, 1994 წელს, 11,6 მილიონ დოლარად გაიყიდა.
0
0