რასაც ახლა უკრაინაში ვხედავ, ვერ ვიტყვი, რომ ეს დემოკრატიაა. ამას ვერტიკალისა და ავტორიტარიზმის სუნი ასდის. გარკვეულ ადამიანებს სურთ, რომ ყველაფერი იყოს ცენტრალიზებული, მათ შორის მედია და ძალაუფლება, - ამის შესახებ კანადურ The Globe and Mail-თან ინტერვიუში კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ საკითხზე კიევში აკრედიტებულ დასავლელ დიპლომატებთანაც უსაუბრია და არაერთი მათგანი იზიარებს მის შიშს.
„ჩვენ ვხედავთ რეალურ მცდელობებს, გავრცელდეს მხოლოდ ერთი ტიპის ინფორმაცია, რომელსაც ისინი აკონტროლებენ. ობიექტური ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო ინფორმაციაზე მონოპოლიის დაწესება კარგი ვერ იქნება. „სიახლეების გაერთიანებული ტელემარაფონის“ გამო, რომელშიც ხაზს უსვამენ უკრაინის სამხედრო გამარჯვებებს და არ საუბრობენ წარუმატებლობებზე, საზოგადოების დიდი ნაწილი სწორად ვერ აღიქვამს, რა ხდება ფრონტის ხაზზე. ამიტომ ადამიანებს არ ესმით, რატომ გახდა საჭირო ფრონტისთვის კიდევ 500 000 ადამიანის მობილიზება“, - აღნიშნა კლიჩკომ.
0
0
5 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
01/05/2026
4 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
01/05/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 მაისიდან
01/05/2026
მეუფე შიო მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა
01/05/2026