24/02/2023
20:26
პოლიტიკა
მიხელ სააკაშვილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა:
“მაგალითად, გუშინ საღამოს 38,3 ტემპერატურა ჰქონდა და დღეს ოდნავ დაეწია, გამუდმებით სიცხე აქვს. ჯერ როგორ უნდა ჭამოს, როცა ადამიანი მოწამლულია. ე.ი. ყველაფერს ამბობენ გარდა იმისა, რომ ადამიანი მოწამლულია. აი, ეს არის მიზეზი რატომაც ვერ ჭამს. თქვენ „დაგუგლეთ“ და ნახეთ, სიცხე რისი მიზეზი შეიძლება იყოს, თუ არ ნახავთ იქ მოწამვლას“, – განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა “აკერმანის იურიდიულ ჯგუფი“ მეტი დამაჯერებლობისთვის დაიქირავა.
“ლობისტური კომპანია კი არა იმას ჩემთვის იურიდიული კომპანია ჰქვია, უკვე მასთან ვთანამშრომლობთ. არ ვიცით ვაპირებთ თუ არა თანამშრომლობის გაგრძელებას, მე და ჩემს ძმას იმ ხალხთან კონტრაქტი გვაქვს. მე მათი კმაყოფილი ვარ, ისინი ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები არიან.
უკმაყოფილო ვარ იმით, რაც აქ ხდება და ყველა კოლექტიურად რომ იღებთ ჩემი შვილის მკვლელობაში მონაწილეობას. ძალიან მიკვირს, რომ კლავთ იმ ადამიანს, რომელმაც სახელმწიფო აგიშენათ. მეტი დამაჯერებლობისთვის დავიქირავეთ, საჭიროა იმიტომ, რომ აქ არავის აღარ აქვს ნდობა, ხომ ხედავთ. ეს გვჭირდებოდა მეტი დამაჯერებლობისთვის.“– დასძინა ყოფილი პრეზიდენტის დედამ.
0
0