22/03/2022
17:37
მსოფლიო
"მთელი ეს სიტუაცია შეიქმნა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით და რუსეთის პასუხი, ეს ყველაფერი რუსეთ-იაპონიის ურთიერთობებზე გადაიტანონ, არის უსამართლობა და აბსოლუტურად მიუღებელი". – თქვა იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ.
კიშიდას თქმით, იაპონიამ უნდა განაგრძოს რუსეთის სანქცირება.
"იაპონიამ მტკიცედ უნდა გააგრძელოს რუსეთის სანქცირება დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად". – აღნიშნა კიშიდამ.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს რუსეთის ფედერაციის ელჩი, მიხაილ გალუზინი, რომელთანაც გააპროტესტეს რუსეთის გადაწყვეტილება.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ტაკეო მორიმ აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას ვერანაირად გაამართლებს.
გასულ დღეს, 22 მარტს რუსეთის ფედერაციამ, ტოკიოს მიერ მოსკოვისთვის სანქციების დაწესების გამო, იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი თქვა. ეს მოლაპარაკებები მოსკოვსა და ტოკიოს შორის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ იაპონიას აქვს "ღიად არამეგობრული პოზიცია" და ისინი "ცდილობენ ზიანი მიაყენონ" რუსეთის ინტერესებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "რუსეთ-იაპონიის ურთიერთქმედების დაზიანებაზე სრული პასუხისმგებლობა" ეკისრება ტოკიოს, რომელმაც აირჩია "ანტირუსული კურსი, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის ნაცვლად".
რუსეთი იაპონიის მოქალაქეებისთვის კურილის კუნძულებზე უვიზო მიმოსვლის სისტემას წყვეტს, ტოვებს ერთობლივი სამეურნეო საქმიანობებზე დაკავშირებულ საუბრებს და ბლოკავს იაპონიის პარტნიორის სტატუსს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში.
0
0