
"რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ტყუილის გამო ბიბისის დირექტორს და ახალი ამბების ხელმძღვანელს გადადგომა მოუწიათ…ახლა გამოაგდეს ახალი სიგიჟე, საქართველომ მომიტინგეების წინააღმდეგ ომისდროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენაო", - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია.
როგორც კირცხალია აღნიშნავს, ეყრდნობიან ჩახუნაშვილს, ხასაიას, გიგაურს, შაიშმელაშვილს და ა. შ. , რასაც აგენტი რადიკალებიც სრული სერიოზულობით აზიარებენ სოციალურ ქსელებში.
„რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ტყუილის გამო ბიბისის დირექტორს და ახალი ამბების ხელმძღვანელს გადადგომა მოუწიათ…
ახლა გამოაგდეს ახალი სიგიჟე, საქართველომ მომიტინგეების წინააღმდეგ ომისდროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენაო და იცით ვის და რას “ეყრდნობიან”? - ჩახუნაშვილის, ხასაიას, გიგაურს, შაიშმელაშვილს და ა. შ.
ეს ჩვენი აგენტი რადიკალებიც სრული სერიოზულობით აზიარებენ სოციალურ ქსელებში. რა უქნეს და სად მიიყვანეს ეს ხალხი, ამითაც მარტივი მისახვედრია!
ეს უკვე ტვინის გამორეცხვაც აღარ არის, ეს საზოგადოების მძიმე შეურაცხყოფაა და ამავდროულად კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს აგენტურისა და მათი პატრონების ქმედებების მასშტაბებს და აბსურდულობას“, - წერს იგი.
ცნობისთვის, BBC-იმ გუშინ გამოაქყვეყნა სტატია, რომელშიც წერია, რომ საქართველოს მთავრობამ, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა, სადაც პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება იყო გარეული.
შეგახსნენბთ, ცოტა ხნის წინ, რომ „ბიბისის“ გენერალურმა დირექტორმა, ტიმ დეივიმ და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა, დებორა ტერნესმა თანამდებობები დატოვეს მას შემდეგ, რაც კორპორაცია BBC Panorama-ს დოკუმენტური ფილმის გამო გააკრიტიკეს.
ფილმში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსვლა შეცდომით იყო დამონტაჟებული.
0
0