
მისი თქმით, გუშინ, რუსთავში მომხდარმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ გამოავლინა „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური სახე.
„გუშინდელი ინციდენტით, თქვენ ნახეთ, როგორია „ნაციონალური მოძრაობის“ სახე და ამ სახის ერთ-ერთი „საუკეთესო“ მაგალითია დავით კირკიტაძე. ის ჩვეულებრივი ხულიგანია. მან, თავის დროზე, „ნაცმოძრაობის“ დროს, ახალი დეპუტატი იყო, ჯერ დაცვის თანამშრომელს სცემა, შემდეგ, ანალოგიური ინციდენტი, გუბერნატორობისას ჰქონდა, როცა, საფეხბურთო მატჩის დროს, მსაჯს სცემა. გუშინ კი - რუსთავის ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც, სამწუხაროდ, მათ ოფისთან იყო მისული“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
რუსთავში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბთან დაპირისპირება იყო. დავით კირკიტაძის ინფორმაციით, ოფისზე მოხდა თავდასხმა და იყო შეჭრის მცდელობა.
0
0
წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს
08/02/2026
საქართველოს ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა
07/02/2026