
პრეზიდენტ ტრამპთან განვიხილეთ, როგორ გავაძლიეროთ თავდაცვა, უფრო მეტად დავეხმაროთ უკრაინას და მტკიცედ გავაძლიეროთ ზეწოლა პუტინზე, რათა ვაიძულოთ, დათანხმდეს ხანგრძლივ მშვიდობას, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კირ სტარმერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ და ბრიტანეთი ერთად მუშაობენ ახლო აღმოსავლეთში ჰუმანიტარული კატასტროფის დასასრულებლად და მძევლების გასათავისუფლებლად.
„ჩვენ ერთიანი ვართ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ჩვენ ასევე ერთიანი ვართ მშვიდობისკენ სწრაფვაში. ერთად ვმუშაობთ ახლო აღმოსავლეთში ჰუმანიტარული კატასტროფის დასასრულებლად, დახმარების მისაწოდებლად, მძევლების გასათავისუფლებლად და საბოლოოდ დავუბრუნოთ ისრაელი და მთელი რეგიონი ყოვლისმომცველ გეგმას, რომელსაც შეუძლია ისრაელელებისთვის და პალესტინელებისთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ჩვენ ასევე ერთად ვმუშაობთ უკრაინაში მკვლელობების დასასრულებლად. ბოლო დღეებში პუტინმა აჩვენა თავისი ნამდვილი სახე, როდესაც ინტერვენციის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა მეტი სისხლისღვრით, მეტი უდანაშაულო ადამიანის მკვლელობით და ნატო-ს საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევით. ეს არ არის იმ ადამიანის ქმედებები, ვისაც მშვიდობა სურს. ასე რომ, დღეს ჩვენ განვიხილეთ, როგორ გავაძლიეროთ თავდაცვა, უფრო მეტად დავეხმაროთ უკრაინას და მტკიცედ გავაძლიეროთ ზეწოლა პუტინზე, რათა ვაიძულოთ ის, დათანხმდეს ხანგრძლივ მშვიდობას. ბატონო პრეზიდენტო ტრამპ, თქვენ აქ გზა გაკვალეთ და ჩვენ გავაგრძელებთ ერთად დგომას და მუშაობას უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის“, – განაცხადა სტარმერმა.
0
0
ტრამპი: პუტინმა გამიცრუა იმედები
18/09/2025