27/12/2023
11:55
მსოფლიო
გერმანიის სპეცსამსახურებმა ქალაქ კიოლნის საკათედრო ტაძარზე ტერორისტული თავდასხმის მზადებაში ეჭვმიტანილი ტაჯიკეთის მოქალაქე დააკავეს.
როგორც გერმანული მედია წერს, გერმანიის სპეცსამსახურებმა კიოლნის ტაძარზე თავდასხმის მზადების შესახებ გამოძიების ფარგლებში 24 დეკემბერს ხუთი ადამიანი დააკავეს. თუმცა მოგვიანებით ოთხი მათგანი გაათავისუფლებს. 30 წლის ტაჯიკეთის მოქალაქე კი, ამ დრომდე პატიმრობაშია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის წინასწარი დაკავების იზოლატორში 7 იანვრამდე დარჩება.
მანამდე გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ტერაქტების საფრთხის გამო აქვთ ინფორმაცია, რომ ისლამისტი ტერორისტები კიოლნის საკათედრო ტაძარზე შობას ან ახალ წელს თავდასხმას გეგმავენ. ამის გამო ტაძართან უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. ამ ეტაპზე ტაძარი დამთვალიერებლების დიდი ნაწილისთვის დახურულია. გამონაკლისი მხოლოდ იმ ტურისტებისთვის კეთდება, ვისაც ვიზიტი წინასწარ ჰქონდა დაჯავშნული. მორწმუნეებს კი ტაძარში შესვლა შემოწმების შემდეგ შეუძლიათ.
0
0