
კინოდოკუმენტალისტი და ჟურნალისტი, სალომე ჯაში სოციალურ ქსელში, კინოაკადემიის მიერ, კინოს სახლში "მოთვინიერების" ჩვენების გაუქმების შესახებ სტატუსს აქვეყნებს
‘’ვინც კინოს სახლში "მოთვინიერების" ჩვენებაზე აპირებნდით მოსვლას, დღევანდელი სეანსის გარდა ყველა სეანსი გააუქმა კინოაკადემიამ. მიზეზი, რომელიც მის დირქტორს მინდია ესაძეს აქვს, ისაა, რომ მათთვის მიუღებელია აჩვენონ "ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს".
მინდია ესაძეს ფილმი არ უნახავს. და ასევე არ გინახავთ - კი, ფილმი იწვევს აზრთა, ასევე გრძნობათა უფრო მრავალფეროვნებას, ვიდრე სხვადასხვაობას. ქართულ პოლიტიკაზე ფილმში ხსენება არაა და რომც იყოს, მერე რა.
ერთი დეტალი. ფილმი ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე. ხოლო ქართული კინოაკადემია ფილმის საკუთარ დარბაზში გაშვებაზე ამბობს უარს, იმიტომ რომ არ "გაიჭყლიტონ" (ესეც ციტატაა).
მოკლედ, ვეძებ დარბაზს, ეკრანს ფილმის ჩვნებების გასაგრძელებლად და მაყურებლისთვის იმ გამოცდილების გასაზიარებლად, რომელიც ფილმის მთელმა გუნდმა ერთად შევეცადეთ შეგვექმნა.
დღევანდელი სეანსი კი შედგება - 20:00-ზე კინოს სახლში. ამ სეანსის შემდეგ დაგეგმილია კითხვა-პასუხი Paul Rimple-თან ინგლისურ ენაზე. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სხვა სეანსის მაყურებელიც შეიძლება მოვიდეს, ქართულადაც ვისაბურებთ.'' - წერს სალომე ჯაში
0
0
სამტრედიაში მამაკაცი დაჭრეს
19/08/2025