
„ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ქვეყნის დასავლეთ რეგიონში მდებარე მსხვილ სამხედრო ბაზაზე მიმდინარე საველე წვრთნებს პირადად გაეცნო და საომარი მზადყოფნის გაძლიერების განკარგულება გასცა,“ - იუწყება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA.
კიმ ჩენ ინი სამხედრო ბაზაზე (რომლის ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია) მას შემდეგ ჩავიდა, რაც აშშ-მა და სამხრეთ კორეამ 4 მარტს რეგიონში ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. გასულ წელთან შეადრებით, წელს სწავლებაში ორჯერ მეტი ჯარისკაცი მონაწილეობს.
კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა „დინამიკურად უნდა დაიწყონ საომარი მზადების გაძლიერების ახალი ეტაპი შექმნილი სიტუაციის მოთხოვნების შესაბამისად.
„ჩვენმა არმიამ... სტაბილურად უნდა გაააქტიუროს სამხედრო წვრთნები, რომლებიც მიზნად ისახავს საბრძოლო შესაძლებლობების სწრაფ გაუმჯობესებას სრულყოფილი საომარი მზადყოფნისთვის“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა.
„კიმ ჩენ ინს უშუალოდ აშშ-ისა და სამხრეთ კორეის სამხედრო წვრთნებზე კომენტარი არ გაუკეთებია. მან მოინახულა ჯარისკაცები, რომლებიც ომის სიმულაციის სიტუაციებში მანევრირებენ,“ - წერს KCNA.
0
0