
კიმ ჩენ ინის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით თეთრი სახლი მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეას არ მიაწოდოს და არ მიყიდოს იარაღი რუსეთს, ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
როგორც ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის შეიარაღების შესახებ დისკუსიები სავარაუდოდ გაგრძელდება კიმ ჩენ ინის რუსეთში მოგზაურობის დროს. ჩვენ მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას, დაიცვას საჯარო ვალდებულებები, რომლებიც ფხენიანმა აიღო და არ მიაწოდოს ან მიყიდოს რუსეთს იარაღი“, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ედრიენ უოტსონმა.
პენტაგონის პრესმდივანმა, პეტ რაიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა რომ აშშ კვლავ „შეშფოთებულია“ იმით, რომ ჩრდილოეთ კორეა განიხილავს რუსეთისთვის იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებას. რაიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდება „უბრალოდ ემსახურება ამ უაზრო ომის გაგრძელებას და უდანაშაულო უკრაინელების სიკვდილს“.
მანამდე, გასულ კვირას, აშშ-მ განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინი შესაძლოა, გაემგზავროს რუსეთში, რათა განიხილოს პოტენციური შეთანხმება იარაღის მიწოდების შესახებ, ხოლო თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის იარაღის შესახებ მოლაპარაკებები „აქტიურად მიიწევს წინ“.
0
0