
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის განცხადებით, სამხრეთთან გაერთიანება აღარ არის შესაძლებელი და კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს, რათა ის [სამხრეთ კორეა] "მთავარ მტრად" დასახელდეს.
მისივე თქმით, სამი ორგანიზაცია, რომლებიც ჩართულია სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის გაერთიანების საკითხში, დაიხურება.
,,კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს, რათა ჩრდილოეთ კორეელებმა ისწავლონ, რომ სამხრეთ კორეა ჩვენი უცვლელი მთავარი მტერია. თუ კორეის ნახევარკუნძულზე ომი დაიწყება, ქვეყნის კონსტიტუციაში უნდა აისახოს სამხრეთის „ოკუპაციის“, „ხელახლა დაპყრობისა“ და თავის ტერიტორიასთან „მიერთების“ საკითხი. ჩრდილოეთს არ სურდა ომი, მაგრამ ჩვენ ასევე არ ვაპირებთ, რომ ის თავიდან ავიცილოთ,“ - განაცხადა კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის უმაღლეს სახალხო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩრდილოეთის მხრიდან წამოსულ ნებისმიერ პროვოკაციას "მრავალჯერ ძლიერად" უპასუხებს და ხაზი გაუსვა სამხრეთ კორეის სამხედროების "საპასუხო აბსოლუტურ შესაძლებლობებს".
როგორც ცნობილია, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა ომის დამთავრების შემდეგ, 1953 წელს, გაიყო. ლიდერებმა არ მოაწერეს ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას და, შესაბამისად, მას შემდეგ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა ტექნიკურად ჯერ კიდევ საომარ მდგომარეობაში რჩება.
0
0
მოსკოვში შეხვედრა გამორიცხულია - ზელენსკი
21/08/2025