05/09/2023
09:43
მსოფლიო
კიმ ჩენ ინი ჯავშანმატარებლით ვლადივოსტოკში ჩავა და პუტინს შეხვდება.
New York Times-ის წყაროების ცნობით, რუსეთში მოგზაურობა სექტემბერში შედგება.
ვიზიტის დროს ლიდერები განიხილავენ ჩრდილოეთ კორეის შესაძლებლობას, მიაწოდოს რუსეთს მეტი იარაღი უკრაინაში ომისთვის, ასევე სხვა სახის სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს.
კიმ ჩენ ინი იშვიათად ტოვებს ქვეყანას. ახლა ის გეგმავს ფხენიანიდან ვლადივოსტოკში გამგზავრებას თავისი მწვანე ჯავშანმატარებლით. იქ მას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიღებს.
შესაძლოა, კიმი მოსკოვშიც წავიდეს, მაგრამ ეს გარკვეული არ არის.
პუტინს სურს, კიმი დათანხმდეს საარტილერიო ჭურვებისა და ტანკსაწინააღმდეგო ჭურვების გაგზავნაზე. სანაცვლოდ კიმმა მოითხოვა მოწინავე თანამგზავრული ტექნოლოგია და ბირთვული წყალქვეშა ნავები.
კიმმა რუსეთს სასურსათო დახმარებაც სთხოვა.
„ნიუ-იორკ თაიმსის" თანახმად, ორივე ლიდერი მიიღებს მონაწილეობას აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც 10-13 სექტემბერს ვლადივოსტოკში გაიმართება.
კიმი რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის გემებსაც დაათვალიერებს.
0
0