
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 7 სექტემბერს, ღამით, რუსეთმა კიევის მიმართულებით 805 დრონი და 13 რაკეტა გაუშვა.
უკრაინის ნაკრების ნახევარმცველის გეორგი სუდაკოვის განცხადებით, კიევში რუსული დრონის ჩამოვარდნის შედეგად, მისი საცხოვრებელი ბინა მნიშვნელოვნად დაზიანდა. ინციდენტის დროს სუდაკოვის ცოლ-შვილი სახლში იმყოფებოდნენ.
23 წლის სუდაკოვი ამჟამად უკრაინაში საერთაშორისო მისიით იმყოფება. ცნობილი არ არის, დაშავდა თუ არა სუდოკოვის ოჯახი საჰაერო თავდასხმის დროს. ვიდეოებსა და ფოტოებზე ჩანს სვიატოშინსკის რაიონში მდებარე შენობის ზედა სართულები, რომლებიც მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, კედლებისა და ფანჯრების ნაწილები კი დანგრეულია.
უკრაინა, ამჟამად, 9 სექტემბერს, აზერბაიჯანთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გასამართი მატჩისთვის ემზადება. უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები D ჯგუფის გახსნით მატჩში საფრანგეთთან 2:0 დამარცხდა.
0
0