16/06/2023
13:21
მსოფლიო
უკრაინული გამოცემა „Strana“ იუწყება, რომ აფეთქებები ისმის კიევში და უკრაინის კიევის რეგიონში. გარდა ამისა, გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის დედაქალაქსა და რეგიონში საჰაერო თავდაცვის სისტემა მოქმედებს.
მომხდარის სხვა დეტალები არ გავრცელებულა.
მანამდე საჰაერო განგაში გამოცხადდა კიევში სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ სირილ რამაფოსას ვიზიტის დროს.
რამაფოსა კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან აფრიკის სამშვიდობო გეგმის განხილვას გეგმავს. აღინიშნა, რომ რკინიგზის სადგურზე სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში უკრაინის სპეციალური წარმომადგენელი მაქსიმ სუბხი, ასევე სამხრეთ აფრიკის ელჩი კიევში ანდრე გრონევალდი დახვდა.
რამაფოსამ გადაწყვიტა ეწვიოს უკრაინასა და რუსეთს, როგორც აფრიკის სამშვიდობო მისიის წევრმა. მან ადრე აიღო ინიციატივა უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში მონაწილეობის მისაღებად.
0
0