24/11/2024
10:55
მსოფლიო
კიევში, ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის პოლიცია ავრცელებს.
„სასტუმროს შენობაში კონფლიქტი და შემდეგ ჩხუბი დაიწყო, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა იარაღი ამოიღო და მეორის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა“, – აცხადებს კიევის პოლიცია.
არსებული ინფორმაციით, მიღებული ჭრილობების შედეგად 27 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაზიანებები მიიღეს ასევე გარდაცვლილის მეგობარმა და დაწესებულების დაცვის თანამშრომელმა. დაჭრილები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ დაპირისპირების ერთ-ერთი თანამონაწილე დააკავა, ხოლო იმ პიროვნებას, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, გაისროლა, ამ დრომდე ეძებენ.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო: განზრახ მკვლელობა და ხულიგნობა. ბრალდებულს თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
0
0