21/10/2022
16:03
მსოფლიო
კიევში და უკრაინის ოთხ ოლქში დენის მიწოდება 21 ოქტომბრიდან გრაფიკით განხორციელდება. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
კიევის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსეი კულებამ მოსახლეობის დენის ეკონომიურად ხარჯვისკენ მოუწოდა.
„გათიშეთ ზედმეტი ელექტროდანადგარები. ჩაიდნებიდან დაწყებული და გამათბობლებით დამთავრებული. ასევე, უთოები და სარეცხი მანქანები, არ ჩავრთოთ არც ერთი დანადგარი, რომელიც ბევრ დენს მოიხმარს“, - მოუწოდა კულებამ მოსახლეობას.
კიევისა და კიევის ოლქის გარდა დენის გრაფიკი ჩერნიგოვის, ჩერკასის და ჟიტომირის ოლქებში ამოქმედდება. ეს საშუალებას მისცემს ენერგეტიკოსებს, რომ რუსული ძალების მიერ დაბომბილი ობიექტები აღადგინონ.
10-იდან 18 ოქტომბრამდე რუსულმა ძალებმა უკრაინის ინფრასტრუქტურის 408 ობიექტზე ავიაიერიშები და სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. მათ აქტიურად გამოიყენეს ირანული კამიკაძე დრონები.
0
0