
რუსეთის მიერ კიევის სამი რაიონის დაბომბვის შედეგად, დედაქალაქს წყალმომარაგების პრობლემა აქვს.
ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მოსახლოებას წყლის მომარაგებისკენ მოუწოდა.
„ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო, დედაქალაქის ყველა რაიონში წყალმომარაგებასთან დაკავშირებული შეფერხებებია. სპეციალისტები სისტემის სტაბილიზაციაზე მუშაობენ. ყოველი შემთხვევისთვის, მოიმარაგეთ სასმელი წყალი“, – დაწერა ვიტალი კლიჩკომ.
ასევე, დღევანდელი იერიშის გამო კიევის მეტრომ მუშაობამ შეაჩერა.
“კიევის მეტროს მიწისქვეშა სადგურები თავშესაფრად მუშაობს. საჰაერო განგაში გრძელდება! გთხოვთ დარჩით თავშესაფარში! მოძრაობის აღდგენის შესახებ დამატებით შეგატყობინებთ“, – დაწერა კლიჩკომ.
მისივე ინფორმაციით, ქალაქის სამ რაიონში რუსული რაკეტები ჩამოვარდა.
0
0
სნაიპერის საერთაშორისო კურსი დასრულდა
10/08/2025