24/05/2023
12:24
მსოფლიო
Wagner-ის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა, ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთის მიერ ინიცირებულ „სპეციალურ ოპერაციას“ არ მოჰყოლია ის შედეგები, რასაც მოსკოვი ელოდა და რაზეც პირველად ისაუბრა პუტინმა: უკრაინა და მისი არმია ცნობილი გახდა მთელ მსოფლიოში, ის გადაიქცა ერთ-ერთ უძლიერესად პლანეტაზე.
BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, პრიგოჟინი არ ახსენებს პუტინს, მაგრამ, როგორც ყოველთვის, თავს ესხმის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას და რუსეთის დანარჩენ ელიტას.
„ჩვენ მოვედით უხეშად, ჩექმებით გადავიარეთ მთელ ტერიტორიაზე ნაცისტების ძებნაში. ვიდე ნაცისტებს ვეძებდით, გავაფუჭეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო, დავარტყით, მერე კიევს მივუახლოვდით, მერე ჩავისვარეთ და წავედით. შემდგომ - ხერსონამდე. აქაც ჩავისვარეთ და წავედით. ამის შემდეგ - თუ მანამდე? უკვე დრო მერევა - იზიუმში, კრასნი ლიმანში. და მაინც, რატომღაც ყველაფერი არ გამოგვდის”- აცხადებს პრიგოჟინი.
„ამრიგად, უკრაინის დენაციფიკაციით, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, უკრაინა გავხადეთ ის ერი, რომელიც ყველასთვის ცნობილია მთელ მსოფლიოში [...] უკრაინა იქცა ქვეყნად, რომელსაც აბსოლუტურად ყველგან იცნობენ. საუბარია დენაციფიკაციაზე. ახლა - დემილიტარიზაციასთან დაკავშირებით. [...] თუ სპეცოპერაციის დასაწყისში ჰქონდათ, პირობითად, 500 ტანკი, [ახლა] 5000 ტანკი აქვთ. თუ მათ ჰყავთ 20 000 ადამიანი, რომელთაც შეუძლიათ ოსტატურად ბრძოლა, ახლა 400 000 ადამიანმა იცის როგორ იბრძოლოს. როგორ მოვახდინეთ მისი დემილიტარიზაცია?..“ - დასძინა მან.
ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ „უკრაინელებს დღეს ერთ-ერთი უძლიერესი არმია ჰყავთ“.
„მათ აქვთ მაღალი დონის ორგანიზებულობა, მაღალი მომზადების დონე, მაღალი ინტელექტუალური დონე, აქვთ სხვადასხვა იარაღი და მეტიც, მუშაობენ ნებისმიერ სისტემაზე, საბჭოთაზე, ნატოს სისტემაზე თანაბრად წარმატებულად“, - განაცხადა პრიგოჟინმა.
0
0