
კიევის საკრებულოს შესთავაზეს ზვიგენის ძეგლის დადგმა, რომელმაც ეგვიპტის ქალაქ ჰურგადას კურორტზე 23 წლის რუსი შეჭამა. ამის შესახებ საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პეტიციაშია ნათქვამი.
იდეის ავტორს, მიროსლავ ლატიკს, ისტორიული ცენტრის ერთ-ერთ მოედანზე ან კიევის სანაპიროზე შადრევნის სახით სურს ძეგლის შექმნა.
„მემორიალური ნიშნის თემაა - იმ ზვიგენის ხსოვნის უკვდავყოფა, რომელიც რუსებთან იბრძვის და რომელსაც ექნება კულტურული, ისტორიული და იდეოლოგიური ღირებულება ქალაქისთვის და ქვეყნისთვის“ - განაცხადა მან.
3 დღის განმავლობაში პეტიციამ 3000-მდე ხმა მიიღო. კიევის ხელისუფლება პეტიციის განხილვას დაიწყებს, თუ მას 6000 ადამიანი დაუჭერს მხარს.
შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს ზვიგენმა შეჭამა 23 წლის რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ პოპოვი. შემთხვევა ჰურგადას ყველაზე პოპულარულ პლაჟთან, Dream Beach-თან მოხდა.
0
0