05/07/2023
20:55
მსოფლიო
კიევში, შევჩენკივსკის სასამართლოში აფეთქების კიდევ ერთი ხმა გაისმა.
უკრაინული მედიის ცნობით, ადგილზე იმყოფება ქვეყნის შს მინისტრი, იგორ კლიმენკო.
სასამართლოს შენობა სპეცრაზმელების ალყაშია, თავად ბრალდებული კი, რომელმაც შენობაში 3 ხელყუმბარა ააფეთქა, ბადრაგის ოთახშია ჩაკეტილი.
სპეცრაზმმა სასამართლოს შენობაზე შეტევა დაიწყო.
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ორი სამართალდამცველის დაშავების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.
კიევში, შევჩენკივსკის სასამართლოში აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო და პოლიციაა მობილიზებული.
წინასწარი ინფორმაციით, შენობაში შეიარაღებულმა ბრალდებულმა სამი ხელყუმბარა ააფეთქა, ბადრაგი კი მძევლად აიყვანა.
უკრაინული მედიის ცნობით, სასამართლოს შენობაში ხელყუმბარები, 2015 წელს, უმაღლეს რადას შენობასთან ტერაქტში ბრალდებულმა იგორ გუმენიუკმა ააფეთქა.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის აგვისტოს ბოლოს, რადასთან არეულობის დროს, აქციის მონაწილეებმა ხელყუმბარა ესროლეს ეროვნულ გვარდიელებს, დაიღუპა ოთხი მებრძოლი, დაშავდა 100-ზე მეტი.
მაშინდელი არეულობა უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს უკავშირდებოდა.
0
0