10/04/2022
18:42
მსოფლიო
კიევის ოლქში, სოფელ ბუზოვაიაში, საიდანაც რუსული საოკუპაციო ძალები რამდენიმე დღის წინ გავიდნენ, 10 აპრილს საერთო სასაფლაოა აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, იქ ათობით ადგილობრივია დამარხული.
ინფორმაციას დმიტროვსკის ტერიტორიული გაერთიანების ხელმძღვანელი, ტარას დიდიჩი ავრცელებს:
„ბენზინგასამართ სადგურთან აღმოვაჩინეთ 200-მდე მოქალაქის ცხედარი. პირდაპირი სროლის შედეგად დაღუპული ადამიანები. სხვა დეტალებს ვერ გავახმაურებ“, – უთხრა „როიტერსს“ დიდიჩმა და დაამატა, რომ სოფელში კიდევ არაერთი ადამიანი ითვლება დაკარგულად.
სოფელ ბუზოვაიამდე, საერთო სასაფლაოები აღმოაჩინეს მაკაროვსა და ბუჩაში. ერთ საფლავში 130, ხოლო მეორეში 280 მშვიდობიანი მოქალაქე იყო დამარხული.
რუსული მხარე ამ დრომდე უარყოფს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის ფაქტებს და გავრცელებულ ინფორმაციასა და ფოტოებს, დადგმულს უწოდებს.
0
0