კიევის კლასიკური ორკესტრი მაიდანზე კონცერტს გამართავს და მსოფლიო ლიდერებს უკრაინის ცის დაცვას სთხოვს
09/03/2022
14:41
მსოფლიო
A-
+A
კიევის კლასიკური ორკესტრი დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე - მაიდან ნეზალეჟნოსტიზე კონცერტს გამართავს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ორკესტრი ღონისძიებით მხარდაჭერას გამოუცხადებს უკრაინელ ხალხს და შეუერთდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას მსოფლიო ლიდერებისადმი, დაიცვან უკრაინის ცა.
მხატვრული აქციაში - „თავისუფალი ცა“ კიევის ორკესტრის ის წევრები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც ამ დრომდე კიევში არიან დარჩენილნი. მათთან ერთად, სცენაზე, მსოფლიოში აღიარებული დირიჟორი, იუნესკოს მშვიდობის არტისტი, ჰერმან მაკარენკო იდგება.
მუსიკოსები, სხვა ნამუშევრებთან ერთად, უკრაინისა და ევროპის ჰიმნებს (ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის უკანასკნელი ნაწილი) შეასრულებენ.
ღონისძიება უკრაინის ყველა ტელეარხზე, საერთო სიგნალით გადაიცემა.
0
0
366
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%