12/04/2023
19:39
პოლიტიკა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც თავდაცვის ექსმინისტრი, „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი გლობალურ თაღლითურ ქსელთან არის დაკავშირებული.
ელჩი „ნეტგაზეთის“ კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ აღნიშნულ გამოძიებას ბოლომდე არ იცნობს, თუმცა ხაზს უსვამს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისა და საგამოძიებო ორგანოების მნიშვნელობას მსგავსი საკითხების შესასწავლად.
„არ მომცემია საშუალება, მომესმინა და წამეკითხა სრული ისტორია და დეტალების შესახებ ინფორმირებული არ ვარ. თუმცა, ისე ჟღერს, რომ ესაა კიდევ ერთი შემახსენებელი, თუ რატომაა ღირებული დამოუკიდებელი საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოების ქონა, რომლებიც შეისწავლიან მსგავს ბრალდებებს და უზრუნველყოფენ ხალხის უფლებების დაცვას“, - აცხადებს კელი დეგნანი.
0
0