
“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ტელეკომპანია “ფორმულას” კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და წერს:
“აფხაზეთის თემა ლოზუნგებშია ჩაკარგული” - იტყუება ფორმულაზე სამი ბრძენი.
არ არის ლოზუნგებში ჩაკარგული.
1 წელიწადზე მეტია, რაც უკრაინამ შესაძლებლობა გაგვიხსნა, ევროპულმა საქართველომ, ძალიან კონკრეტული და ძალიან რეალური ამოცანა დავისახეთ - რუსეთის დანაშაულების შეფასება და აღიარება.
1 წელიწადზე მეტია რაც ევროპული საქართველოს ძალისხმევით, საქართველოთი დაინტერესებული საერთაშორისო აქტორები აქტიურად მსჯელობენ - რომ ბუჩამდე იყო აფხაზეთი.
1 წელიწადზე მეტია ევროპული საქართველოს და პარტნიორი ორგანიზაციების ძალისხმევით, მსხვერპლი ლაპარაკობს, ისტორიებს ვაცოცხლებთ, ამ ისტორიებს მუხლზე დაჩოქილი უსმენენ მსოფლიოს ვარსკვლავები (ფორმულას ჩლუნგი და უღირსი რეპორტიორი ამ დროს ხაჭაპურებს აშუქებდა) .
სადაცაა ჩვენი ექსპოზიცია აფხაზეთში მომხდარ გენოციდზე დასავლეთის დედაქალაქებს მოივლის და ევროპის პარლამენტებში დისკუსიები გაიხსნება.
უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ.
და ფორმულაზე სამი ბრძენი ზის და გატყუებთ, რომ ეს თემა
ლოზუნგებს არ სცდება იმიტომ რომ ევროპული საქართველო ოლიგარქიას ერჩის და მათი პატრონი ოლიგარქია.
ამიტომ ჩვენი ძალისხმევა საგულდაგულოდ იმალება - მოვალეობის მოხდის მიზნით, თუ შუქდება მომენტარულად.
ჩვენ ხომ მათ პატრონს არ ვაბლატავებთ.
მაგიტომ ჩაირეცხებით - ამის პირობას გაძლევთ.
მაგრად ინანებთ, რომ ჩვენი გამარჯვების ნაწილი თქვენ არ იქნებით 🙂
p.s. და კი, ვირუსი ვარ - გაგინადგურებთ ოლიგარქს." - დაწერა ჩერგოლეიშვილმა.
0
0