
„ფრანს ფუტბოლმა“ 30 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, ვინც ოქტომბერში „ოქროს ბურთისთვის“ იბრძოლებს – ნომინანტთა შორის არის საქართველოს ნაკრების კაპიტანი და „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია.
გასულ სეზონში ქართველი თავდამხმელი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მან „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთას საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა (ზედიზედ მეორედ) მოიგო. საქართველოს ნაკრების კაპიტანს არაერთი მხარდამჭერი ჰყავს მთელ მსოფლიოში, რომლებიც კვარაცხელიასთვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს გადაცემას ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებად მიიჩნევენ.
ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ 30 საუკეთესოს შორის ორჯერ იყო ნომინირებული – 2023 წელს მე-17 ადგილი ერგო, ხოლო 2025 წელს მე-13 პოზიცია დაიკავა.
„ოქროს ბურთის“ დაჯილოება 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.
„ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტი:
ხვიჩა კვარაცხელია („პარი სენ-ჟერმენი“), პაუ კუბარსი („ბარსელონა“), ჯუდ ბელინგემი („რეალი“), მარკ კუკურელია („ჩელსი“/„რეალი“), უსმან დემბელე („პარი სენ-ჟერმენი“), ბრუნო ფერნანდეში („მანჩესტერ იუნაიტედი“), ლუის დიასი („ბაიერნი“), ერლინგ ჰოლანდი („მანჩესტერ სიტი“), გაბრიელ მაგალაეში („არსენალი), აშრაფ ჰაკიმი („პარი სენ-ჟერმენი“), ჰარი კეინი („ბაიერნი“), ლამინ იამალი („ბარსელონა), სადიო მანე („ალ ნასრი), მარკინიოსი („პარი სენ-ჟერმენი“), ლაუტარო მარტინესი („ინტერი“), კილიან მბაპე („რეალი“), ნუნუ მენდეში („პარი სენ-ჟერმენი“), ლიონელ მესი („ინტერ მაიამი“), მაიკლ ოლისე („ბაიერნი), ჟოაო ნევეში („პარი სენ-ჟერმენი“), უილიამ პაჩო („პარი სენ-ჟერმენი“), ხულიან კინიონესი („ალ ქადსია“), დეკლან რაისი („არსენალი“), როდრი („მანჩესტერ სიტი“/„ბარსელონა“), დაიოტ უპამეკანო („ბაიერნი), ფერან ტორესი („პარი სენ-ჟერმენი“/„ბარსელონა“), ფაბიან რუისი („პარი სენ-ჟერმენი“), სალიბა („არსენალი), ვიტინია („პარი სენ-ჟერმენი“), ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“).
1ტვ.
0
0