
არსებობს მრავალგზის გამოცდილი და უტყუარი ტესტი: რაც სასარგებლოა საქართველოსთვის, ის საზიანოა ნაცლიბერალური "მეხუთე კოლონისათვის"! ჰოდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სატელეფონო ზარი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან - ეს ნიშნავს უბედურების ზარის ჩამოკვრას ანტიქართული, ნაცლიბერალური სექტისათვის. ("ო, რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა!") - წერს X-ზე ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა.
მისივე თქმით, საქართველოს პირველი ლედის ვაშინგტონში ვიზიტის გამო აგორებული უღირსი კამპანიით ნაცლიბერალური "მეხუთე კოლონა" შეეცადა დაეკნინებინათ თავად ვიზიტის მნიშვნელობა და ხელი შეეშალათ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესისათვის.
"არსებობს მრავალგზის გამოცდილი და უტყუარი ტესტი: რაც სასარგებლოა საქართველოსთვის, ის საზიანოა ნაცლიბერალური "მეხუთე კოლონისათვის"! ჰოდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სატელეფონო ზარი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან - ეს ნიშნავს უბედურების ზარის ჩამოკვრას ანტიქართული, ნაცლიბერალური სექტისათვის. ("ო, რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა!")
თქვენ გგონიათ, საქართველოს პირველი ლედის ვაშინგტონში ვიზიტის გამო აგორებული უღირსი კამპანია მართლა მის ინგლისურენოვან გამოსვლას უკავშირდებოდა და მხოლოდ მის პიროვნულ გაშავებას ემსახურებოდა? უპირველეს ყოვლისა, ეს იყო ნაცლიბერალური "მეხუთე კოლონის" მცდელობა, დაეკნინებინათ თავად ვიზიტის მნიშვნელობა და ხელი შეეშალათ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესისათვის.
ისე კი, საინტერესოა - საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების ნორმალიზების არდაშვება ვის ინტერესებში შედის? შემთხვევით, კრემლის ინტერესებში ხომ არა? და ასევე "შემთხვევით" ნაცსექტა რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ხომ არ მოქმედებს?
იმედია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირდაპირ კომუნიკაციას საქართველოს მთავრობის მეთაურთან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დალაგებისაკენ მიმართული სხვა, უფრო ქმედითი ნაბიჯებიც მოჰყვება, რაც უცილობლად გააძლიერებს ნაცლიბერალური "მეხუთე კოლონის" პროვოკაციულ მცდელობებსაც, ხელი შეუშალონ ამ პროცესს. (ნეტავი, რატომ? "შემთხვევით", კრემლის დავალებით ხომ არა?)
მოკლედ, უკვე მერამდენედ მტკიცდება, რომ რაც საქართველოსათვის კარგია, ის ავტომატურად ცუდია კოლექტიური სანაცეთისათვის და პირიქით - რაც კოლექტიური სანაცეთისათვის ცუდია, ავტომატურად კარგია საქართველოსათვის", - წერს ჯაბა ხუბუა.
0
0