
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხონი-სამტრედიის სარწყავ სისტემაზე მასშტაბურ სამუშაოებს ეტაპობრივად ახორციელებს, რაც მიზნად ისახავს სარწყავი ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას და, შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო მიწების შეუფერხებელ წყალუზრუნველყოფას.
ამ ეტაპზე, კუხის გამანაწილებელ არხზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს - აღდგა სათავე წყალმიმღები, არხის 1 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება დალექილი მასისა და მცენარეული ნარჩენებისგან, რაც ხელს უშლიდა წყლის შეუფერხებლად მოძრაობას და არხის გამტარუნარიანობას.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფელ კუხის წყალმომხარებლებისთვის წყალუზრუნველყოფა, ჯამში, 80 ჰექტარ ფართობზე გაუმჯობესდება. ასევე, დატბორვისგან დაცული იქნება კუხის არხის მიმდებარედ განთავსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
ქვეყნის მასშტაბით სარწყავი სისტემების მოწესრიგება ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზრდას და მიწების ეფექტიან გამოყენებას.
0
0