
"ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრად აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი ეწვია" - ინფორმაციას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში მან დაათვალიერა ცენტრში მიმდინარე გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ივანე ჯავახიშვილის არქივი და მემორიალური ნივთები.
"ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრად ეწვია ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი (მახარაძე). ვიზიტის ფარგლებში მან დაათვალიერა ცენტრში მიმდინარე გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ივანე ჯავახიშვილის არქივი და მემორიალური ნივთები.
მეუფე დავითი განსაკუთრებული ინტერესით გაეცნო ექსპოზიციას, რომელიც ნათლად ასახავს ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის მრავალმხრივ ცხოვრებასა და ღვაწლს. გამოფენა მოიცავს როგორც პირად ჩანაწერებსა და წერილებს, ისე უნიკალურ დოკუმენტებსა და საგნებს, რომლებიც მნიშვნელოვან ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს.
ვიზიტისას აღინიშნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განსაკუთრებული როლი ქართული სულიერი და სამეცნიერო მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციაში." - ნათქვამია ინფორმაციაში



0
0