
ჩემონგრეული შენობა ჩემი შვილის მანქანას დაეცა და თორნიკე ბეწვზე გადარჩა. რამდენიმე მეტრით აცდა მოშვავებული ბეტონი, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიიტკოსი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
დეკანოიძე ეხმაურება სადგურის მოედანზე საცხოვრებელი სახლის ფასადის ჩამონგრევას, რასაც ამ დროის მონაცემებით, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.
„გადავრჩით, მაგრამ იმ ხალხს ვინ უშველის, ვინც დაშავდა და გარდაიცვლა.
უამრავი ადამიანი რეკავდა მერიაში და აფრთხილებდა.
კალაძე, რა ჩანაცვლების პროგრამა, რა შეთავაზება? ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე სიკვდილი თუ იყო მოსალოდნელი, რა გააკეთე, ეს რომ აგეცილებინა?
მარტო ფულის ხაპვა იცით. მეტი არაფერი!! ესაა ქოცების მშვიდობა! თუ არ გაგიმართლა - მოკვდები”, - წერს დეკანოიძე.
თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა. კერძოდ, ჩამოინგრა შენობის ფასადის ნაწილი. ამ დროის მონაცემებით, მომხდარის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი.
0
0
სენაკში ორ ადამიანს დენმა დაარტყა
14/07/2025