
ახლა უკვე გასაგები გახდა, რატომ მოიცილა ირაკლი რუხაძემ „იმედი“ - ვფიქრობ, ქართულ ბიზნესს ესმის, რას ნიშნავს სანქცირება და ამის შემდეგ ამ არხებზე დაფინანსებისა და რეკლამის მიტანა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების - „იმედსა“ და „POSTV“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეაფასა.
მისი თქმით, ტელეკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესება ნიშნავს იმას, რომ ყველა იქ მომუშავე ადამიანი საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცა
„ახლა უკვე გასაგები გახდა თუ რატომ მოიცილა ირაკლი რუხაძემ “იმედი”. ვფიქრობ, რომ ქართულ ბიზნესს ესმის თუ რას ნიშნავს სანქცირება და ამის შემდეგ ამ არხებზე დაფინანსებისა და რეკლამის მიტანა. განსაკუთრებით ეს ბანკებს ეხება და მსხვილ კომპანიებს, რომლებსაც საერთაშორისო რეპუტაცია გააჩნიათ. შესაძლოა მათ რეპუტაციულადაც და ფინანსურად დიდი ზიანი მიადგეთ. ასევე, „იმედისა“ და „POSTV“-ის სანქცირება ნიშნავს, რომ ყველა ის პირი, რომლებიც ამ არხზე მუშაობენ, საერთაშორისო სანქციების ქვეშ არიან. მათ გაუჭირდებათ მოგზაურობა. ასევე, გაუჭირდებათ სხვადასხვა გასართობი გადაცემების, სერიალების ყიდვა. ეს კი იმის შედეგია, რომ ეს ადამიანები რუსულ შხამსა და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ საქართველოში“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
0
0