
“ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ერთ-ერთ ინტერვიუს გამოეხმაურა და წერს, რომ სწორედ მისი დახმარებით არ "ხეხავს“ ახლა კეზერაშვილი ციხეს.
"კეზერაშვილს ურჩევნია ეს კალოშის პირა ქაჯი დაადუმოს და აუხსნას, რომ პოლიტიკაშიც ჩემი რეკომენდაციით შემოეთრა (სამწუხაროდ) და ქართულ ციხესაც ჩვენი დახმარებით არ ხეხავს (ორჯერ) და ჩვენი ვალიდან ვერ ამოვა მთელი ცხოვრება. ჩუმად ეგდონ - მათ ინტერესებშია", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ “პალიტრანიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ კეზერაშვილს "ევროპული საქართველოს“ პროექტმა არ გაუმართლა... "თქვენ როგორ გგონიათ, კეზერაშვილი მიშას აქციების ფინანსური მხარდამჭერი არ იყო? - რა თქმა უნდა, იყო... დღეს მისი უახლოესი მეგობარი და ადამიანი, რომლისთვისაც კეზერას ძალიან ბევრი კარგი აქვს გაკეთებული, ჩერგოლეიშვილი ლანძღავს მას ისე, როგორც ბიძინა ივანიშვილს. ძალიან წარუმატებელი პროექტი აღმოჩნდა მისთვის "ევროპული საქართველო“ მორალური თვალსაზრისითაც, "გაუტეხეს“ რა, ის ასე ფიქრობს", - ამბობს ჟორჟოლიანი.
0
0