
კეზერაშვილს მოუწევს თავის მართლება, იმიტომ რომ ეს არის სერიოზული ბრალდება და ისიც ამბობს, რომ არის მზად, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
„მაგრამ სამართლიანი გადაწყვეტილება არის საბოლოო ვერდიქტი, მანამდე, ადამიანი ითვლება ეჭვმიტანილად“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.
BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.
ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
0
0
გარდაიცვალა უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე
22/06/2025