25/07/2023
22:21
პოლიტიკა
„ზუსტად ვიცი, მე ხომ ვიცნობ ამ ადამიანებს - 24 საათი იმაზე ფიქრობენ, ეს არჩევნები მოვიდეს, რაღაცა ფული სახლში წაიღონ და მეორე სართულ დააშენონ მესამე სართული. არიან ასეთი ადამიანები. მთელი პარტია არა, მენეჯმენტის ნაწილი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელიამ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, აღიარებს, რომ მისი შეცდომაა - ასეთი ადამიანებისგან პარტია არ „გაასუფთავა“.
„კეზერაშვილმა ან ბატონმა მერაბიშვილმა უნდა გადაწყვიტოს, ნიკა მელია მართალ გზას დაადგება თუ არა მართალს? ახლა, როდესაც ვხედავთ, რომ ფულის შოვნის გარდა, პირდაპირ გეუბნებით, არაფერი არ უნდათ. რა უნდა ვანო მერაბიშვილს, რა უნდა დათო კეზერაშვილს, რა უნდა ზაზა გოროზიას? ზაზა გოროზია სამეგრელოს რეგიონის ხელმძღვანელია, ვერც ერთ მეგრელს ვერ ვიპოვი სამეგრელოში, ვინც მეტყვის ალალად, ზაზა გოროზია იმიტომ იბრძვის, რომ სამეგრელოში მცხოვრებთა კეთილდღეობა გაზარდოს.
სწორია ადამიანებთან ერთად მუშაობა, რომლებიც 24 საათი იმაზე კი არ ფიქრობენ, როგორ იშოვონ ფული, როგორ მოიპაროს ფული. ზუსტად ვიცი, მე ხომ ვიცნობ ამ ადამიანებს. ოპოზიციაში რომ არიან სამწუხაროდ ადამიანები, ვინც არანაკლებ მდიდრდება, ვიდრე სახელისუფლებო შტოების წარმომადგენლები, ახალია? შეუძლებელია, იყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში 10 წლის განმავლობაში და მილიონობად შეფასებულ სახლს მიმდინარე წელს ამთავრებდე. მე ხომ ვიცი, ანატომიურად ვიცნობ ამ ადამიანებს. მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებმა ვიცით.
ვაღიარებ ჩემს შეცდომას, რომ ასეთი ადამიანებისგან პარტია არ გავასუფთავე. ძირითადად, ეს ადამიანები იგივე არიან, 2-3 შეიცვალა. სიმართლე გითხრათ, ლევან ხაბეიშვილი რაც შეუძლია, აკეთებს. მართლა, რაც შეუძლია, აკეთებს - მიდის, მოდის. მე ხომ ვიცი, რა დღეში არის ის ადამიანიც პირველ რიგში. 24 საათი ფიქრობენ, ეს არჩევნები მოვიდეს, რაღაცა ფული სახლში წაიღონ და მეორე სართულ დააშენონ მესამე სართული. არიან ასეთი ადამიანები. მთელი პარტია არა, მენეჯმენტის ნაწილი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
0
0