05/04/2023
13:24
პოლიტიკა
კეზერაშვილმა ხერხემლისგან წარმოშვა „ქურქუმალი“ და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„საზოგადოებამ უყურა იმ სამარცხვინო კომენტარებს, რაც გააკეთა კეზერაშვილმა და დაადასტურა, რომ ის არის ადამიანი, ვინც მართავს პოლიტიკურ პროცესებს და ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აფინანსებს, რომელიც მას მიმართავს.
რაღაც მაფიოზურ - ოლიგარქიულ- პოლიტიკური მიქსი წარმოადგინა, რომლისგანაც ყველა ოპოზიციურმა ძალამ შორს დაიჭირა (თავი), მაგრამ ფაქტია, რომ მან შექმნა, ხერხემლისგან წარმოშვა „ქურქუმალი“ და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე. ეს მისი სცენარია“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა აღიარა, რომ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში. „ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება პროდასავლურ ფლანგს. მე ვარ ერთ-ერთი და ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე. არიან სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ დახმარება“, - განაცხადა მან ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში.
0
0