14/04/2023
11:09
პოლიტიკა
“როდესაც საერთაშორისო მასშტაბის დანაშაულზე ვსაუბრობთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, სადაც კეზერაშვილზეა საუბარი: 2010 წელს აშშ-ში ჩატარებულ გამოძიებაში ასევე გამოიკვეთა ისრაელისა და აშშ-ის მოქალაქეებთან ერთად, დავით კეზერაშვილის სახელი იარაღის უკანონო ვაჭრობასთან”, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.
„მნიშვნელოვანი იყო, რომ გასულ კვირას თავისსავე ტელევიზიაში „ეპოქალური მნიშვნელობის“ ინტერვიუში კეზერაშვილმა დაადასტურა, რომ ფაქტობრივად მთელს დესტრუქციულ ოპოზიციასა და ე.წ. კრიტიკულ მედიას ის აფინანსებს და რიგი დგას მასთან მთხოვნელების. გამოქვეყნდა ასევე სოციალურ მედიაში შემოწირულობების ოქმები, სადაც დღეს ასპარეზზე არსებული დესტრუქციული პოლიტიკური ძალების უმრავლესობის დაფინანსების მთავარი წყარო სწორედ კეზერაშვილია“, - განაცხადა შაქარიშვილმა.
0
0