-share.jpg)
გაითვალისწინეთ, რომ კეზერაშვილისთვის და მერაბიშვილისთვის ძალაუფლების დაბრუნება მაგას ნიშნავს - ყველაფრის კადრებას, პირადი ჩანაწერებით ბრძოლას, ადამიანებით ვაჭრობას, „პალაჟენიით” მუქარას,- ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მელიას პირად ჩანაწერებზე:
გაითვალისწინეთ, რომ კეზერაშვილისთვის და მერაბიშვილისთვის ძალაუფლების დაბრუნება მაგას ნიშნავს - ყველაფრის კადრებას, პირადი ჩანაწერებით ბრძოლას, ადამიანებით ვაჭრობას, „პალაჟენიით” მუქარას (ფორმულას თანამშრომლები უკვე ასე იქცევიან - ბოდიში მოიხადე, თორემ ბევრი მეგობარი გვყავს ჩვენ და ინანებო, ამას წინათ ვიღაცას წერდნენ, ვინც ერთ-ერთ insecure წამყვანს დასცინა) მედიით მანიპულირებას, კრიტიკოსების დაბლოკვას…
ასეთი ალტერნატივა ბიძინას ვერ მოუგებს ცხადია, ქართულ პოლიტიკურ სხეულში გაჩენილი ფურუნკულის ფუნქციას თუ შეასრულებს …
ასეთ ფურუნკულს ანტიბიოტიკური მკურნალობა და ახალი ალტერნატიული პოლიტიკური წესრიგის დამყარება სჭირდება.
ამას ვაკეთებთ ჩვენ - ევროპული საქართველო.
ახალ პოლიტიკურ წესრიგს ვქმნით ჩვენს სივრცეში და ვაფართოებთ.
ამ სამარცხვინო ცირკზე კომენტირებაც კი გულისამრევია.
(ყველაფერს არ ვამბობ, ისეთი საზიზღარია ორივე მხარე, არ მინდა შემთხვევით რომელიმეს დავეხმარო)“,- წერს ჩერგოლეიშვილი.
0
0