18/04/2023
08:25
პოლიტიკა
“დავით კეზერაშვილის დაფინანსებული მედიის ჟურნალისტებს BBC-ის გამოძიებაზე რეაქცია უნდა ჰქონდეთ, არ შეიძლება ასე გაფუჭება,“ - ამის შესახებ "აიპრესთან" ინტერვიუში "გირჩის" ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს:
„არ შეიძლება ასე გაფუჭება, ასეთი კონფორმიზმი, განსაკუთრებით ჟურნალისტებისთვის წარმოუდგენელი რეპუტაციული ზიანი მგონია, რა ვიცი, თუ ოდნავ რამე შერჩენიათ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ასეთ მედიაში მუშაობენ, ჩემი წარმოდგენით თუ მათ უნდათ მომავალში მაინც პერსპექტივა ჰქონდეთ ჟურნალისტებს ამაზე რეაქცია უნდა ჰქონდეთ.
როგორც ვაკვირდებით ჯერჯერობით არავის ჰქონია რეაქცია და ეს მათ სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებს. მე ვთვლი "ფორმულა" არ არის ისეთი მედია, რომელიც რეიტინგით იყოს პოლიტიკურ ველზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ისეთი ჟურნალისტები ჰყავს დაქირავებული ძველი პლეადიდან, რომლებსაც რაღაც პროფესიონალიზმზე მაინც ჰქონდათ პრეტენზია. მგონია რომ ამ ხალხმა საკუთარ რეპუტაციაზე ინდივიდუალურად მაინც იფიქროს. თორემ, დამთავრდება კეზერაშვილის ამბავი ან ასე ან ისე და მათ მოუწევთ საკუთარი შრომით ლუკმაპურის შოვნა ამ ქვეყანაში“, აცხადებს მეგრელიშვილი „აიპრესთან“ ინტერვიუში.
0
0