03/04/2023
23:04
პოლიტიკა
“ტაბულას” დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, “პალიტრანიუსის” ეთერში დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა თავდაცვის ყოფილ მინისტრზე, დავით კეზერაშვილზე.
ჩერგოლეიშვილის თქმით, კეზერაშვილის ერთ-ერთი მანევრი იყო “მიშა აქ არაჟნის კონტეინერით ჩამოსულიყო.. და იგივე დაემართება ყველას, ვინს მის ჭკუაზე გაივლის”.
გარდა ამისა, თამარ ჩერგოლეიშვილმა კეზერაშვილი ოლიგარქად მოიხსენია და მას “ივანიშვილის ჩინური ვერსია” უწოდა:
"ამ საგიჟეთში მიდის მისი ფული, თავად მას ეგო ებუსტება, ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანი მოთამაშეა და მანევრებს ატარებს. სწორედ მისი ერთ-ერთი მანევრი იყო, ანუ ერთ-ერთი მომხრე გახლდათ, რომ მიშა აქ არაჟნის კონტეინერით ჩამოსულიყო და კარგად არის ხო ახლა ის კაცი?! - იგივე დაემართება ნებისმიერს, ვინც მის ჭკუაზე გაივლის.
კეზერაშვილმა რეალურად აღიარა, რომ ოლიგარქია - „მე ვაფინანსებ ყველას და ყველაფერს და უფლება მაქვს, რომ მათ აზრი ვუთხრაო“ , ანუ ივანიშვილის ჩინური ვერსია გახდა და შეუძლებელია, სისტემურად არასწორია, რომ ოლიგარქიით, ჩრდილოვანი მართვითა და არანგარიშვალდებული პირის კრიტიკით რეჟიმი დაამარცხო", განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
0
0