
"დავით კეზერაშვილის "გაპრავება" "ფორმულას" რეპუტაციას ვერ დაიცავს" - ამის შესახებ უფლებადამცველი, იდა ბახტურიძე "ფორმულას" ჟურნალისტებს სოციალური ქსელით მიმართავს:
“გუშინ ”ფორმულას" ღამის ეთერს ვუსმინე ნაწილობრივ, სადაც არხის წამყვანი სახეები და მენეჯმენტი იჯდა. BBC-ის საგამოძიებო მასალებს ბევრჯერ ჰქონია პრობლემაო.
ასევე, ჟურნალისტს მანამდეც ჰყავს ნახსენები სხვადასხვა სტატიაში კეზერაშვილი და რამე სერიოზული რომ ყოფილიყო, აქამდე ხომ დაინტერესდებოდა გამოძიებაო. ეს იყო მთავარი არგუმენტები.
მე მესმის “ფორმულას” გუნდი ახლა რამხელა წნეხის და გამოწვევის წინაშეა, მაგრამ დღეს ჩართეთ და მოუსმინეთ იმ ეთერში საკუთარ თავებს, რომელიც კეზერაშვილის “გაპრავება” გამოვიდა, რაც “ფორმულას” რეპუტაციას ვერ დაიცავს. გულშემატკივრის პოზიციიდან ვწერ და არა ჩასაფრებულის. “ფორმულას” ეთერიდან ჟურნალისტების პირით მთლად BBC-ის საგამოძიებო მიმართულების არა სანდოდ გამოცხადება, ან კონკრეტული ჟურნალისტის მიმართ არაეთიკური მინიშნებები არავის არაფერში წაადგება", წერს ბახტურიძე.
0
0