28/04/2023
14:23
პოლიტიკა
ეს არის კეზერაშვილის მხრიდან იმის მცდელობა, რომ ტელევიზია არ დაეშალოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დავით კეზერაშვილის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მან ტელეკომპანია „ფორმულას“ საკონტროლოს წილის ნახევარი ტელევიზიის კოლექტივს უნდა გადაუფორმოს.
„თუმცა, ჩემი აზრით ეს უსუსური მცდელობაა, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ფული იქნება კეზერაშვილის და იმ ადამიანებს, ვინც იქ მუშაობენ ეცოდინებათ, რომ პენსიონერებისთვის და ქართული ჯარისთვის მოპარული ფულით იღებენ ხელფასს“, - აცხადებს დავითულიანი.
დავით კეზერაშვილის განცხადებით, ის უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემს.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ კეზერაშვილის ქართული დოკუმენტები ვადაგასულია. ეს ინფორმაცია ოფიციალურად მას შემდეგ დადასტურდა, რაც საჯარო რეესტრმა დავით კეზერაშვილს სამართლებრივ მოთხოვნაზე უარი ერთხელ უკვე უთხრა. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, როგორ აპირებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი „ფორმულას“ წილი თანამშრომლებს გადასცეს.
BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.
ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
ამის შემდეგ დავით კეზერაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს გადასცემს ტელეკომპანიის კოლექტივს.
0
0