21/11/2022
02:21
პოლიტიკა
“კეზერაშვილის ფალავანი ამბობს - კეზერაშვილს თავზე იმიტომ ვაჯ**დიო, რომ ჩერგოლეიშვილთან და ბოკერიასთან მქონდა შეუთავსებლობაო..", - ასე უპასუხა “ტაბულას” დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ლევან ხაბეიშვილის დღევანდელ ბრალდებებს, რომლებიც ბოკერიასა და მას შეეხებოდა.
"კეზერაშვილის ფალავანი ამბობს კეზერაშვილს თავზე იმიტომ ვაჯ**დიო, რომ ჩერგოლეიშვილთან და ბოკერიასთან მქონდა შეუთავსებლობაო..
ნაცმოძრაობასაც მაგიტომ ვუძახე სიკვდილის პარტია, რომ ბოკერიასთან მქონდა შეუთავსებლობაო.
აი ამას გთავაზობენ ოპოზიციის ლიდერად.
p.s. კიდევ ვის გაქვთ ჩვენთან შეუთავსებლობა? კეზერაშვილს მიაყენეთ ბევრი შეურაცხყოფა და ვაშაძეს გააგდებს, თქვენ დაგნიშნავთ (თან მეცინება)", წერს ჩერგოლეიშვილი, რომელმაც ხაბეიშვილის არქივს “პანდორას ყუთი” უწოდა.
"მე ამდენ ყურადღებას მას არ ვაქცევდი. თურმე რა საზიზღარი ფიგურაა. ხაბეიშვილის პროექტის ავტორების აზრით ქართველი ხალხი ჩამორჩენილი მასაა, რომელსაც ყველაფერი შეგიძლია აკადრო და ფიქრობ, რომ ყველაფერს შეჭამს.
მე მართლა მგონია, რომ დიდ ალიყურს მიიღებენ [ნაცმოძრაობაში] ამის გამო ხალხისგან", დაწერა ჩერგოლეიშვილმა.
ცნობისთვის, “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განმარტა, თუ რატომ ჰქონდა 2016-2017 წლებში დავით კეზერაშვილისა და “ნაცმოძრაობის” მიმართ კრიტიკული პოზიციები. ხაბეიშვილი ამბობს, რომ ეს ბოკერია-ჩერგოლეიშვილის გავლენების გამო იყო. მას აღიზიანებდა ბოკერია-კეზერაშვილის ურთიერთობები. გარდა ამისა, მისივე თქმით, “ბოკერია-ჩერგოლეიშვილი მიშასთვის პარტიის ახევას ცდილობდნენ”.
0
0