
სამხედრო კუთხით, ინსტიტუციებს შორის ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ძლიერია. ამ სფეროში უკუსვლა არ ყოფილა, მაგრამ პოლიტიკურ დონეზე და ხელისუფლებასთან მიმართებით ნატო-ში ზოგიერთ მოკავშირეს აქვს შეშფოთება არა იმდენად უშუალოდ ნატო-სთან, არამედ ევროკავშირთან მიმართებით, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ელჩმა კევინ ჰამილტონმა ქართველ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.
კერძოდ, კევინ ჰამილტონმა უპასუხა კითხვას: „თქვენ აღნიშნეთ, რომ გარკვეული შეფერხებები იყო ნატო-საქართველოს ურთიერთობებში. რა იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ის ნაბიჯი, რასაც ნატო აღიქვამდა ურთიერთობების გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯად?“
„ნება მიბოძეთ, ცოტა შორიდან მოვუარო თქვენი შეკითხვის პასუხს. ალიანსისთვის რაც არის პირველი პრინციპი – სამხედრო კუთხით თანამშრომლობა, ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა, ნატო-სა და საქართველოს შორის ძლიერია, გრძელდება და ამ სფეროში უკუსვლა ნამდვილად არ ყოფილა. მაგრამ პოლიტიკურ დონეზე და ხელისუფლებასთან მიმართებით ნატო-ში ზოგიერთ მოკავშირეს აქვს შეშფოთება, რაც ხდება აქ შიდა პოლიტიკაში ბოლო რამდენიმე წელია და რაც გვსმენია არა იმდენად უშუალოდ ნატო-სთან მიმართებით, არამედ დასავლეთთან, ევროკავშირთან დაკავშირებით. ეს ორი ინსტიტუტი განუყოფელია, მიუხედავად იმისა, რომ ორი სხვადასხვა ორგანიზაციაა, სხვადასხვა ინტერესის სფეროთი. ევროკავშირის 23 წევრი ასევე ნატო-ს მოკავშირეა. ასე რომ, ჩვენი იმედი და მოლოდინია, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის უფრო ყოვლისმომცველ დიალოგში ჩასართავად, ისე რომ ურთიერთობები ძველ ნიშნულზე დავაბრუნოთ“, – განაცხადა კევინ ჰამილტონმა.
კიდევ ერთ კითხვაზე, „თქვენს ამ შეშფოთებებსა და მოლოდინებთან დაკავშირებით მიიღეთ თუ არა პასუხი მაგალითად, გუშინდელ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრისგან?, კევინ ჰამილტონმა განაცხადა:
„ნამდვილად მოვისმინე ღიაობა ამ წინადადებებზე, გამამხნევებელი იყო, რაც მოვისმინე“.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 მაისიდან
08/05/2026