08/09/2024
21:05
სპორტი
10 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები "ერთა ლიგის" მეორე ტურში ალბანეთს დაუპირისპირდება. ალბანელებმა, ქართველების მსგავსად, პირველი შეხვედრა მოიგეს. მათ უკრაინა ანგარიშით 1-2 დაამარხეს.
ალბანელი ქომაგები ქართველებთან მატჩისთვის განსაკუთრებით ემზადებიან. მატჩი Air Albania-ს მოედანზე გაიმართება და ყველა დასასწრები ბილეთი უკვე გაყიდულია. Albanian footballოს ოფიციალურ გვერდზე კი ასეთ პოსტს აქვეყნებენ:
"როდესაც ალბანეთი საქართველოს დაუპირისპირდება, Air Albania ბოლომდე შეივსება. დაიმახსოვრეთ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში სახლში გოლი არ გაგვიშვია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში", - ვკითხულობთ გამოქვეყნებულ პოსტში.
ცნობისთვის, ჩვენმა გუნდმა "ერთა ლიგის" პირველ მატჩში ჩეხეთი ანგარიშით 4-1 დაამარცხა. გოლები კვარაცხელიამ, ჩაკვეტაძემ, მიქაუტაძემ და ქოჩორაშვილმა გაიტანეს.
0
0