15/04/2023
09:33
პოლიტიკა
"ხაბეიშვილის და მელიას მხარდამჭერებს გთხოვთ ნუ აპელირებთ 53 და 40 პროცენტებით. ენმ-ის თავმჯდომარე არჩეულ იქნა ენმ-ის მხარდამჭერების მიერ, მათი რაოდენობა კი ივანიშვილის გაყალბებული არჩევნებითაც კი სულ მცირე 600 000 ადამიანია". - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს:
"ასე რომ კეთილი ინებეთ და ილაპარაკეთ ან 21000 და 16000 მხარდამჭერის სახელით ან თუ მაინც ძალიან გინდათ პროცენტები, ენმ-ის მხარდამჭერთა 3,5 და 2,7 პროცენტია ეგ ხმები.
არის კიდევ ერთი ვარიანტი, თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეთა პროცენტებიო თქვით, სამართლიანი მაინც იქნება.
P.S. ჩემთვის ეს ციფრები ერთ მარტივ ჭეშმარიტებას ადასტურებს, რომ ენმ-ის მხარდამჭერები იყვნენ და რჩებიან მიშას ერთგულები." - წერს კობა ხაბაზი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადება. პარტია გამოეხმაურა ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ ახალი ოფისის გახსნას და წერს, რომ გაუგონარია რას ემსახურება პოლიტიკური ოფისის არსებობა, სადაც შეკრებილები ენმ-ს წევრებად ასაღებენ თავს.
0
0